17 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
გვიყვარს ეს ხალხი და გვინდა არ მოაკლდნენ სიკეთეს, რაც საღვთო მადლით ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს - ანდრია ჯაღმაიძე "სინანულის ფურცელზე"

საპატრიარქო "გირჩის" რელიგიური ორგანიზაციის წევრებს "სინანულის ფურცელს" სთავაზობს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, "სინანულის ფურცლები" ფორმალური მხარეა და არის ახსნა იმისა, რომ აღნიშნული ქმედება კეთდება სიყვარულით.

"ეს ფურცლები ფორმალური მხარეა, დადასტურება იმისი, რაც სულიერ ნაწილში უნდა მოხდეს. ეს არის ახსნა-განმარტება იმისი, რომ შენ, ჩემო კარგო, ჩემო შვილო - შეცდი, აი გიხსნი როგორ შეცდი და გაძლევ საშუალებას თუ როგორ შემოგვიერთდე კვლავ და დაგვიბრუნდე. იმიტომ, რომ ეს კეთდება სიყვარულით, გვიყვარს ეს ხალხი და გვინდა, რომ ეს ადამიანები არ მოაკლდნენ იმ სიკეთეს, რაც საღვთო მადლის მიხედვით ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს თავის სულში," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

საპატრიარქო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც წერია, რომ "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - "ბიბლიური თავისუფლების" ყოფილ წევრებს, რომლებსაც სურთ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება, უნდა მიმართონ მღვდლებს, დაარწმუნონ, რომ მათი სინანული გულწრფელია, შემდეგ, ხელი მოაწერონ, ე.წ. სინანულის ფურცელს, ამის შემდეგ მღვდელი გასცემს კიდევ ერთ დოკუმენტს, ხელმოწერით და ბეჭდით, რომელსაც ჰქვია შენდობის ფურცელი და რომელიც ეპისკოპოსს წარედგინება.

ამ პროცედურების გავლის შემდეგ, ეკლესია ნებას მისცემს "ბიბლიური თავისუფლების" ყოფილ წევრებს დაუბრუნდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს, როგორც ეს ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები