17 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
"ნიკა მელია და გიორგი რურუა სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ" - ვარკეთილში ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ვარკეთილში ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა - პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. მათი განცხადებით, მელია პოლიტიკური პატიმარია და ის რაც შეიძლება მალე უნდა განთავისუფლდეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ასევე სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუაც, ვინაიდან ისიც და ნიკა მელიაც პოლიტპატიმრები არიან.

"ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ სასწრაფოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან იმიტომ, რომ ისინი დღეს არიან ივანიშვილის პოლიტიკური მძევლები და პოლიტპატიმრები.

ახლა თბილისში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ევროკავშირის ჩართულობით და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს საკითხი იქნება გადაჭრილი საბოლოოდ, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ჩვენთვის ახლა მთავარი ამოცანა არის, რომ მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები