17 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
სამართლიანი შეთავაზებები გვაქვს გაკეთებული, ახლა ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან დღეს უკვე მეორე შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დადებითი შედეგით დასასრულებლად აუცილებელია ოპოზიციამ ნაბიჯები კიდევ გადადგას. 

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მოლაპარაკებების პროცესში სამართლიანი შეთავაზება გააკეთა. 

"დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო დღე მოლაპარაკებების პროცესში. მოლაპარაკებები გრძელდება, ჯერ კიდევ რჩება სამუშაო საკითხებზე, რომ პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს. ჩვენ სამართლიანი შეთავაზებები გვაქვს გაკეთებული და ვფიქრობთ, რომ ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს, რადგან ამ შეთანხმების გადაწყვეტის მთავარი გზა არის, რომ მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არა მხოლოდ ხელისუფლებამ გააკეთოს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენი მხრიდან სამართლიანი შეთავაზებების სახით უკვე გაკეთდა.  

ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების და მოქალაქეების არჩევანს, ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს და შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის, ნებისმიერი პარტიის დღის წესრიგზე მაღლა დგას საქართველოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციის, დემოკრატიის გაძლიერებს, ევროინტეგრაციის ამოცანები,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში მედიატორის ფუნქციით იმყოფება. დანიელსონმა უნდა შეძლოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები შეაჯეროს, რასაც შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა უნდა მოჰყვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები