ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში გამართული რამდენიმედღიანი მედიაცია შეაჯამა და განაცხადა, რომ თბილისში ვიზიტს კიდევ ერთი დღით ახანგრძლივებს.
კრისტიან დანიელსონის განცხადებით, იმისათვის, რომ მხარეებს შორის დიალოგის პროცესმა წინ წაიწიოს, მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება.
"მე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ და მე გადავწყვიტე იმისთვის, რომ პროცესი კიდევ უფრო წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში. ჩემი ვიზიტი გახანგრძლივდება კიდევ 1 დღით.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ. ყველა მხარე მაქსიმალურად იყო პროცესში ჩართული. მხარეებზე არის დამოკიდებული, რომ საერთო შეთანხმებამდე მივიდნენ," - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.