17 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
დანიელსონის საქართველოში დარჩენა ნიშნავს, რომ შეთანხმებას ვერც ერთი მხარე ვერ გაექცევა - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის განცხადებით, კრისტიან დანიელსონი შეთანხმების მიღწევამდე საქართველოში დარჩება. რაც ნიშნავს, რომ შეთანხმებას ვერც ერთი მხარე ვერ გაექცევა.

"ყველას მინდა გულწრფელად ვუთხრა, რომ ჩვენ ჩვენი მხარდამჭერების პოზიციას მაქსიმალურად ვიცავთ. სიტუაცია მარტივი არ არის, შეხვედრა, შესაძლოა, იყოს ხვალ და არა დღეს, ეს იქნება ერთობლივი შეხვედრა თუ ცალკე, ჯერჯერობით, არ ვიცით. არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, უახლოეს დღეებში დასრულებამდე უნდა მივიდეთ. დოკუმენტზე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, ეს არ არის არც "ქართული ოცნების" და არც ოპოზიციის, ეს არის მედიატორების სახელით შემოთავაზებული დოკუმენტი, რომელსაც ამერიკის მხარე ეთანხმება. 

დანიელსონის საქართველოში დარჩენა ნიშნავს, რომ შეთანხმებას ვერც ერთი მხარე ვერ გაექცევა,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

 

 

დღის ამბები