19 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
უნდა ავცრათ მილიონ 700 ათასამდე ადამიანი, თუ ამას გავაკეთებთ, ვუბრუნდებთ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში აცრის პროცესი ნორმალურად წარიმართოს.

"იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ერთად, დიდი სოლიდარობით ვიქნებით ამ პროცესში. დაწყება ძალიან კარგია, მთავარი იქნება დამთავრება.

ჩვენ წელს მილიონ 600-მილიონ 700 ათასამდე ადამიანი უნდა ავცრათ, თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ ვუბრუნდებთ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში აცრის პროცესი ნორმალურად წარიმართოს. მოსახლეობა უნდა დავარწმუნოთ, რომ აცრაზე კარგი არაფერი მოუგონიათ",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ის მას შემდეგ აიცრება, რაც კორონავირუსის დადასტურებიდან 120 დღე გავა.

 

 

დღის ამბები