17 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
სალომე სამადაშვილი დანიელსონისა და პრეზიდენტის შეხვედრაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს  

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის, რომ კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტს შეხვდა, ამაში განსაკუთრებული არაფერია.

მისივე თქმით, პოლიტპატიმრების თემაზე მყარი შეთანხმების გარეშე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა შეუძლებელი გახდება. 

"ის, რომ კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტს შეხვდა, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ის ყველა მხარეს ხვდება, შესაბამისად, ამ პროცესში ვინც მონაწილეობს, ცხადია, ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის, რომ პოლიტპატიმრების თემა არის ერთ-ერთი გასაღები იმისათვის, რომ მედიაციის პროცესი წინ წავიდეს.  პოლიტპატიმრების თემაზე მყარი შეთანხმების გარეშე ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა გაჭირდება, უფრო კი ეს, მე შეუძლებლად მესახება. 

ჩვენ მედიაციის პროცესში დეტალებზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მე მკაფიო განცდა მაქვს, ჩვენს პარტნიორებს ესმით პრობლემის გადაჭრის გარეშე, ეს პროცესი წარმატებით ვერ დასრულდება,"- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. 

სალომე სამადაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში ბრიუსელში მნიშვნელოვან სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებითაც ისაუბრა:

"ვფიქრობ, რომ დღეს ევროკავშირთან მიმართებაში 2 პარალელური პროცესი მიმდინარეობს. ერთია მედიაციის პროცესი და ასევე, ყველაზე მაღალი დონის ფორუმი, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ყოველწლიურად ტარდება. ჩემი აზრით, ის გზავნილი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მოისმენს იქნება შემდგომი - ევროკავშირს აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის წარმატების მოდელი იყოს, რომ ეს შანსი ჩვენს ქვეყანას აქვს და ასევე ის, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისი ამ შანსს ჩვენს ქვეყანას ართმევს,"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

 

 

დღის ამბები