"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ არსებობს კონკრეტული გამოსავალი, რომელიც ე.წ. პოლიტპატიმრების პრობლემას გადაჭრის.
მისივე განცხადებით, თუ "ქართული ოცნება" ამ გზაზე უარს იტყვის, ეს მოლაპარაკებასა და შეთანხმებაზე უარის თქმის ტოლფასი იქნება.
"არსებობს შესაძლო გადაწყვეტილება და გადაჭრა, მათ შორის, პოლიტპატიმრების პრობლემის, რომელიც, ჩემი აზრით, არის ძალიან კარგი გამოსავალი ყველასთვის და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება საკუთარი პოზიციით ხელს არ შეუშლის ამ გამოსავალს, რომელიც არის უკვე გამოკვეთილი, როგორც შესაძლო გზა ამ პრობლემების გადაჭრის. მე არ შევალ დეტალებში, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არსებობს გზა. ამ გზაზე თუ უარს იტყვის "ქართული ოცნება", ვფიქრობ, იქნება იგივე, რაც პირდაპირ უარის განაცხადი შეთანხმებაზე,"-აცხადებს სამადაშვილი.