17 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
დანიელსონმა გადაწყვიტა დარჩენა, როგორც ჩანს დაინახა რესურსი რომ შეთანხმება შედგეს - შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის დარჩენა სასიხარულოა, რადგან პაპუაშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, მან დაინახა რესურსი, რომ შესაძლებელია შეთანხმება შედგეს.

პაპუაშვილის თქმით, ცუდია, რომ პოლიტიკური სპექტრი მედიაციის გარეშე ვერ ახერხებს შეხვედრას, ამიტომ ეს საკითხი, მოსაგვარებელია.

თავის მხრივ, პაპუაშვილი ამბობს, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს მედიაცია, მმართველი პარტია პროცესში ყველაზე კონსტუქციულია.

"გუშინ ჩვენთან ჰქონდა ბოლო შეხვედრა ჩვენი მედიაციის წარმომადგენელს. დაგვემშვიდობა, აპირებდა გამგზავრებას, დაგეგმილი იყო, რომ მას პრემიერთან ერთად უნდა ემგზავრა, ისევე როგორც ევროკავშირის ელჩს, თუმცა შემდეგ, მან შეგვატყობინა, რომ გადაწყვიტა დარჩენა, რაც სასიხარულოა, როგორც ჩანს, მან დაინახა რესურსი რომ შეთანხმება შედგეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები.

არ არის ნორმალური სიტუაცია, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთს უცხო ქვეყნის დიპლომატების მონაწილეობით ესაუბრებიან. ეს უნდა დასრულდეს და ყველას პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის. ეს საკითხი მოსაგვარებელია.

ჩვენ ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს ის, რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი შეთავაზებები არის სამართლიანი, ისეთი, რომელიც სჭიდება ჩვენ ქვეყანას, რომელზეც ობიქტურად უარის თქმა არის შეუძლებელი და ამაში დარწმუნდებიან ჩვენი მოქალაქეები, იქნება ეს შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე. ყველა მხარე ვალდებული არის რომ იფიქროს საკუთარ სამშობლოზე, ჩვენ ქვეყანაზე, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები.

ეს მედიაცია, ადრე თუ გვიან დასრულდება შედეგით თუ შედეგის გარეშე, არაფერი არ დარჩება დაფარული და ის, რაც გაცხადდება, ყველა დაინახავს, რომ "ქართული ოცნება" იყო ყველაზე კონსტრუქციული," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები