17 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
დანიელსონი არ არის შუამავალი, ის თვითონ დებს წინადადებებს - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიატორია, თავად სთავაზობს პოლიტიკურ მხარეებს წინადადებებს.

"ეს ფორმატი თვითონ ისეთი არის, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია "ქართული ოცნების" შეთავაზებები რა არის. ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის შარლ მიშელის მიერ დატოვებული 6 პუნქტი, 6 პუნქტია რეალურად, მეექვსე პუნქტი, უბრალოდ, მედიაციას ეხება, რომ ევროკავშირი იქნება მედიატორის როლში და ეს პუნქტი ისედაც შესრულებულია. ჩვენ რაც გვხვდება იქ, ბატონ დანიელსონთან შეხვედრაზე, ეს არის, მისივე განცხადებით, ეს არის მისი წინადადებები. ანუ, ის არ არის შუამავალი, რომელსაც დააქვს აქედან იქით წინადადებები. ის თვითონ დებს გარკვეულ წინადადებებს და ამ წინადადებებთან მიმართებაში აინტერესებს ჩვენი აზრი," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები