17 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არცერთ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა დასრულდა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შარლ მიშელის ამოცანაა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მუშაობა ერთად, პარლამენტში გააგრძელონ. 

"ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. 

ჩვენ მზად ვართ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, ეს უნდა იქნას ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით ჩვენი პოზიცია, მათ შორის, დავაფიქსირე შარლ მიშელთან, მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები.

ბოლო დღეებში ოპოზიცია დესტრუქციული მანერით ცდილობს ხელი არ შეუწყოს მოლაპარაკების პროცესს და პირიქით, გააღრმავოს ეს უფსკრული. იმედი მაქვს, ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს. მთელი ცივილიზებული ევროპის და, უშუალოდ, შარლ მიშელის საბოლოო სურვილი და ამოცანა არის, რომ ჩვენ, ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში. ამას როგორ მივაღწევთ, გამოჩნდება შემდეგ დღეებში,"- აცხადებს პრემიერი. 

დღის ამბები