დღის ბოლოს გამართული შეხვედრების დასასრულს კრისტიან დანიელსონმა დამატებითი კომენტარი "კურიერთან" გააკეთა. შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ.
შვედი დიპლომატის ჩართულობით შეხვედრები დღესაც გაგრძელდება. დაპირისპირებულ მხარეთა შეთანხმებას კრისტიან დანიელსონი უკვე 5 დღეა ცდილობს.
"განვაგრძობთ მუშაობას, ეს პროცესია და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ. შემიძლია აღვნიშნო, რომ პროცესის მონაწილეები კონსტრუქციულები არინ და კარგი ატმოსფერო გვაქვს. ჩვენ ველით მუშაობის გაგრძელებას," - აცხადებს კრისტიან დანიელსონი.