"შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია" - ამ სიტყვებით ეხმაურება პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე დიალოგის პროცესს საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.
ელჩი მადლობას უხდის კრისტიან დანიელსონს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩებს გაწეული სამუშაოსთვის.
"წინ საქართველო! ყველა მხარეს აქვს შანსი აჩვენოს, რომ დისკუსიებმა, პასუხისმგებლობის გრძნობამ და გამბედაობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ძლიერი უთანხმოების მოგვარებასა და დემოკრატიის კონსოლიდაციას," - წერს სოციალურ ქსელში საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.