19 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
არის თუ არა საქართველოში შემოსული ვაქცინა უსაფრთხო - სპეციალისტები ანტივაქსერული კამპანიის ხელოვნურად შექმნაზე საუბრობენ

არის თუ არა საქართველოში შემოსული ვაქცინა ჯანმრთელობისთვის საშიში - "ასტრაზენეკას" შესახებ კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინირებულ პაციენტებს თრომბოზი განუვითარდათ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ დაავადებასთან აცრას კავშირი არ აქვს. იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესს ქვეყანაში პრობლემები არ შეექმნას, ექსპერტები საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობასა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ასევე, მიაჩნიათ, რომ პროცესი დაინტერესებული მხარეების მიერ იმართება და კამპანია ხელოვნურად არის შექმნილი.

"მიმდინარეობს კომპანიებს შორის სავაჭრო ომი. ასევე, ამას ემატება პოლიტიკური ომი. რუსეთი თავისი, ხოლო ჩინეთი თავისი ვაქცინის გატანას ცდილობს და ამ პოლიტიკურ ომში არის ძალიან მარტივი შეკითხვა, თუ 34 ქვეყანაში რუსეთის ვაქცინით ხდება ვაქცინაცია, რატომ ვერ მიიღეს ჯანმოს თანხმობა?

ჩვენ ზიმბაბვეს, ინდოეთის ან ჩინეთის გადაწყვეტილებას არ უნდა ვუყუროთ. საქართველო მიდის ევროკავშირისკენ და ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ევროკავშირის და ჯანმოს გადაწყვეტილებით,"- აცხადებს პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე.




დღის ამბები