17 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და გამოსავლის პოვნის აუცილებლობა - ევროკომისარი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

როგორც ევროკომისარი წერს, შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და გამოსავლის პოვნის აუცილებლობა, ასევე ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენა.

"ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და გამოსავლის პოვნის აუცილებლობა, ასევე ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენა," - წერს ოლივერ ვარჰეი.

დღის ამბები