17 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
საქართველო მზაობას აცხადებს გახდეს ევროკავშირის მდგრადი და სანდო პარტნიორი - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო მზაობას აცხადებს, რომ გახდეს ევროკავშირის მდგრადი და სანდო პარტნიორი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ  სირთულეების მიუხედავად, საქართველო მზად არის გაატაროს მთელი რიგი რეფორმები ამ პროცესში.  

"რასაკვირველია, ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გახლავთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად. რასაკვირველია, საქართველო მზაობას აცხადებს, რომ გახდეს ევროკავშირის მდგრადი და სანდო პარტნიორი. საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას დემოკრატიის ამ ცვალებად დროში. ჩვენ მზაობას ვაცხადებთ, რომ სირთულეების მიუხედავად, გავატაროთ მთელი რიგი რეფორმები ამ პროცესში და ამ პროცესში ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფების კუთხით.

ევროკავშირის მზაობის გამოცხადებაც გახლავთ ნიშანი საქართველოსთვის, რომ ჩვენ კვლავ უნდა განვაგრძოთ ამ მიმართულებით სვლა. მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, რომ საქართველომ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და ეს ყველაფერი მოემსახურება ჩვენს ვალდებულებების შესრულებას ასოცირების შეთანხმების პუნქტებისა. ჩვენ ვაფასებთ იმ დახმარებას, რომელიც ევროკავშირმა გაიღო ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელიც უკავშირდება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას. აგრეთვე ვაფასებთ ევროკავშირის ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც მან გაიღო ჩვენი ქვეყნის მიმართ პანდემიის მართვის მიზნით. რასაკვირველია, მთელი რიგი რეფორმები დგას საქართველოს დღის წესრიგში.

მიუხედავად სირთულეებისა, საქართველო კვლავ განაგრძობს ასოცირების ხელშეკრულების თანახმად ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებას და სწორედ ამ მიზნით, მთელი რიგი პროგრესი არის მიღწეული ამ მიმართულებით,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები