ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყანაში პლურალიზმის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოხდება:
"ჩვენ პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ პლურალიზმის დამკვიდრებას ქვეყანაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს საქართველოში უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება დადგეს. ყველას ვთხოვთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და კომპრომისზე წავიდნენ," - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი დიდი ხანია, რაც ჩართულია ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს პროცესი ფასილიტაციიდან გადავიდა დიალოგზე, რომელიც გულისხმობს მედიაციას.
"მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ასოცირების საბჭოს ჩარჩოს ფარგლებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, თავისთავად და ამავდროულად ეს ტარდება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, თქვენი ქვეყნისთვის, ბატონო პრემიერო, იმდენად, რამდენადაც, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გასული წლის ოქტომბერში, ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში უნდა მოახერხოს ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ამ ცხოვრებაში, როდესაც ქვეყანა ებრძვის კორონავირუსს და სამომავლოდ ძალიან ფართომასშტაბიანი რეფორმების დღის წესრიგი აქვს განსახორციელებელი, ესენია საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა და მთავრობისთვის ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას. ბატონ პრემიერ-მინისტრს მე ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმებას მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში და სამომავლოდ პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჯანსაღი ფუნქციონირებად დემოკრატიაში, თუ არ იარსებებს დიალოგი. ჩვენ პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ პლურალიზმის დამკვიდრებას ქვეყანაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს საქართველოში უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება დადგეს და ყველას ვთხოვთ რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და კომპრომისზე წავიდნენ. თქვენ კარგად იცით, რომ ევროკავშირი დიდი ხანია, რაც ჩართულია ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს ჩვენ ფასილიტაციიდან გადავედით დიალოგზე, რომელიც გულისხმობს მედიაციას. საქართველოში იმყოფებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მარტის დასაწყისში. დღეს ჩვენი საუბრის ფორმალური ნაწილი ამ მედიაციის ნაწილზე იყო კონცენტრირებული. ჩვენ პირადად ბატონი პრეზიდენტისგან გვაქვს მიღებული ინფორმაცია და შემდეგ ინფორმაცია გვაქვს მიღებული ბატონი კრისტიან დანიელსონისგან და გვინდა, რომ სრულად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ოპოზიციური და მმართველი ძალის წარმომადგენლები ამ პროცესში. შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ როგორც პრემიერ-მინისტრი ბრძანებს, ვალდებულება აღებულია კონსტრუქციულ დიალოგსა და პროგრესზე და იგივე უნდა მოხდეს ოპოზიციური პარტიებიდანაც. ბატონი დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს იმ ასპექტებზე, რომელზეც საუბარი გვქონდა. მომდევნო დღეებში იქნება ეს და ვნახავთ სიტუაცია როგორ განვითარდება, ორივე მხრიდან უნდა მოხდეს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევა,"- განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.