17 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის როდის ჩატარდება არჩევნები, ეუთოს შეფასებით ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი - ბორელი

"ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები, ეუთოს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი," - ასე უპასუხა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ჟურნალისტის კითხვას, რომ როდესაც საქართველოში ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზად მიიჩნევს, რამდენად ეფექტური გამოსავალი იქნება ეს.

აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა.

დღის ამბები