17 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
პრემიერის განცხადება რომ 2024 წელს ჩატარდება არჩევნები, მიღებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან - დავით ზალკალიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ევროსტრუქტურებში გამართული შეხვედრები და ამ შეხვედრებზე ევროპელი მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული გზავნილები, საგარეო საქმეთა მინისტრმა "ღამის კურიერში" შეაფასა.

დავით ზალკალიანის თქმით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ევროპა ქართულ პოლიტიკურ ძალებს საპარლამენტო პლურალიზმისკენ მოუწოდებს.

დავით ზალკალიანმა ასევე განაცხადა, რომ ევროპელ პარტნიორებს კითხვები არ აქვთ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით:

"ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო მოწოდება, რომ ბოიკოტი არ არის ევროპული ცივილიზებული ფორმა, რომელიც არის დამახასიათებელი ევროპული პლურალისტული საზოგადოებისთვის და პარლამენტისთვის.

დღევანდელი განცხადება, რაც არჩევნებთან დაკავშირებით იყო, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები რომ ბოლო ოქტომბრის არჩევნები იყო თავისუფალი და იყო კონკურენტულ გარემოში ჩატარებული და ის შეფასებები, რომელიც მოჰყვა სამონიტორო ორგანიზაციების მხრიდან და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს და პრემიერის მიერ გაჟღერებული განცხადება, რომ ჩვენ მივყვებით პოზიციას, რომ 2024 წელს ჩატარდება არჩევნები, ეს არის მიღებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან," - განაცხადა დავით ზალკალიანმა

დღის ამბები