17 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
არ დამავიწყდება კელი დეგნანის სახე, როცა გვითხრა ხალხო, არ აკვირდებით თქვენ გარშემო რა ხდებაო - ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრისა და "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, 5 თვის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური ვითარებაში მთავარი როლი კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს ენიჭება. ელისაშვილის შეფასებით, ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებს ქვეყანაში სიტუაცია უჭირავთ.

ალეკო ელისაშვილმა ასევე გაიხსნება ერთ-ერთი შეხვედრა, სადაც კელი დეგნანი მხარეებს ყარაბაღის მაგალითზე და რუსეთის ინტერესებზე ესაუბრა, შემდეგ კი შეთანხმებისკენ მოუწოდა.

"მე განსაკუთრებულ პატივისცემას ვუდასტურებ ადამიანებს, ორ ადამიანს, რომელთაც ამ 5 თვის განმავლობაში სიტუაცია ამ ქვეყანაში ეჭირათ. ესენი არიან ბატონი ჰარცელი და კელი დეგნანი. ერთხელ მივედით შეხვედრაზე, როცა ყარაბაღის ამბები იყო, ვითომ სამშვიდობო ის, რომ შევიდა... გვითხრა, რომ ხალხნო, არ აკვირდებით თქვეს გარშემო რა ხდებაო, რომ კიდევ ერთი უზარმაზარი სამხედრო კონტიგენტო გაჩნდა რუსული და თქვენ ამ დროს, გინდა თუ არა, მე რასაც ვამბობ, ის არის ცამდე მართალი და ჭეშარიტება...არ დამავიწყდება კელი დეგნანის ეს სახე... 5 თვეა ვართ გაჯიქებულები ორივე მხრიდან. ჯიხვები რომ დადგებიან უფსკრულის პირას და ერთმანეთის ჩასისხლიანებული თვალების გარდა ვერაფერს რომ ვერ ხედავენ. მაინცდამაინც ბრიუსელში უნდა გვითხრან, როგორც საბავშვო ბაღში გაჯიქებულ ბავშვებს ეუბნებიან, ხალხნო ამოისუნთქეთ, თქვენი პარტიის იქით, რაღაცა დაინახეთ.

კელი დეგნანმა გვითხრა - დაფიქრდით, შეთანხმდით, ხალხზე იფიქრეთ, უკვე იყლაპებით და ერთადერთი პატარა კუნძული დარჩა საქართველო, სადაც რაღაცა თავისუფლება ფეთქავს," - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები