17 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
ქართველ ხალხს სჭირდება სიცხადე და კონკრეტული წინადადებები, პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ - ჰანს ვან ბაალენი

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება პარტიის “ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პრეზიდენტი. ჰანს ვან ბაალენი წერს, რომ ქართველ ხალხს კონკრეტული წინადადებები სჭირდება. 

"ქართველ ხალხს სჭირდება სიცხადე და კონკრეტული წინადადებები. მიმდინარე მედიაციის პროცესში მოუთმენლად ველით მომდევნო ნაბიჯებს. ამასობაში კი პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ნიკა მელია - უნდა გათავისუფლდნენ“ - წერს ჰანს ვან ბაალენი twitter-ზე

"მოდით, ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირს ეს შეუძლია საქართველოში ნამდვილი, ეფექტური, ინკლუზიური დემოკრატიისთვის", - ასე გამოეხმაურა ბაალენის ტვიტს ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე.

ამასთანავე, ჟიგიმანტას პავილიონისმა პატივისცემა გამოუცხადა ჰანს ვან ბაალენს, კრისტიან დანიელსონს, კარლ ჰარცელს, შარლ მიშელს, მიხაილ გალერსა და დონალდ ტუსკს.


 

დღის ამბები