19 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
7 გარდაცვლილი, 382 ახალი შემთხვევა და 313 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 276 067 შეადგინა.

კოვიდინფექცია კიდევ 313 ადამიანმა  დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 269 006 გახდა.

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ს კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3665 გახდა.

ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 27 167 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18 542, PCR ტესტით - 8625.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,41%, ბოლო 14 დღის - 1,52%, ბოლო 7 დღის - 1,34%.

დღის ამბები