17 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

თბილისის მერის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე და მიმდებარე ქუჩებზე იწყება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

"აღნიშნულ გამზირებზე 10 მუნიციპალური პავილიონი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს მათი კუთვნილი ავტომანქანების რეგისტრაციაში დაეხმარებიან ჩვენი თანამშრომლები და საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან. პარკირება უფასოა ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ელექტრომობილებისთვის, შშმ პირებისთვის და A კატეგორიის ტაქსებისთვის, რომლებისთვისაც სპეციალური ადგილებია გამოყოფილი," - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პარკირების 2609 ადგილი მოქმედებს და დაემატება კიდევ 2400 ადგილი.

დღის ამბები