17 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს რუსთავის ციხის N224-ე საკნიდან მიესალმა

ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან მიესალმა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ავტომობილებით რუსთავის ციხის მიმართულებით მსვლელობა გამართეს.

ენმ-ს მხარდამჭერების მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, საუბარია ნიკა მელიასა და ასევე გიორგი რურუაზე.

"მოვედით, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს მეგობარს და "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ საზოგადოება არასდროს შეეგუება, ამ ქვეყანას ჰყავდეს პოლიტპატიმრები. ნიკა მელია და გიორგი რურუა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ციხიდან.

მე დღეს თითქმის ამ ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ, პირველად მომეცა საშუალება დამენახა ნიკა და დავინახე, საკნიდან ხელს როგორ იქნევდა. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან მალე დატოვებს ამ საკანს და ჩაერთვება ბრძოლაში,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.

დღის ამბები