17 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
დღეს სავარაუდო, შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციასთან ევროპელი მედიატორების ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე, სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი განიხილება.

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე შესვლამდე გააკეთა. 

"დღეს პირველი შეხვედრა იმართება ამ ფორმატში, ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილოეობით. როგორც ვიცი, დღეს სავარაუდო, შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული. ველოდებით შეხვედრას, დანარჩენს მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

კრისტიან დანიელსონი უკვე მეექვსე დღეა თბილისში იმყოფება და დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას ცდილობს. ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აქამდე მხარეებს ცალ-ცალკე ხვდებოდა, დღეს კი, ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, ოპოზიცია და "ოცნება" მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად სხედან.

ამავე თემაზე
დღის ამბები