17 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
პირველ განსახილველ საკითხად შემოთავაზებულია საარჩევნო და სასამართლო რეფორმის პრობლემატიკა - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებასთან" ევროპული მედიაციით გამართულ შეხვედრაზე პირველ განსახილველ საკითხად შემოთავაზებულია საარჩევნო და სასამართლო რეფორმის პრობლემატიკა. 

შალვა ნათელაშვილმა, იმ მიზეზით, რომ პირველ თემად არ განიხილება ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხი, დიალოგის ფორმატი დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

კრისტიან დანიელსონი უკვე მეექვსე დღეა თბილისში იმყოფება და დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას ცდილობს. ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აქამდე მხარეებს ცალ-ცალკე ხვდებოდა, დღეს კი, ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, ოპოზიცია და "ოცნება" მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად სხედან.

ამავე თემაზე
დღის ამბები