"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა, რომელიც თითქმის 4 საათი გრძელდებოდა, დასრულდა.
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
კრისტიან დანიელსონი უკვე მეექვსე დღეა თბილისში იმყოფება და დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას ცდილობს. ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აქამდე მხარეებს ცალ-ცალკე ხვდებოდა, დღეს კი, ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, ოპოზიცია და "ოცნება" მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად დასხდნენ.