17 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას NATO-ც ელოდება - იენს სტოლტენბერგის გზავნილები საქართველოს

საქართველოს პოლიტიკური კრიზისი განმუხტვას არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ NATO-ც ელოდება.

ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გზავნილებში ჩანს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ​NATO-სთვის შემაშფოთებელია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედრო პოლიტიკური ალიანსის ხელმძღვანელიც ღია შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყნის შიდა პრობლემებზე.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოსგან დემოკრატიულ სტანდარტების შენარჩუნებას მოელის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად ბრიუსელში მაღალი რანგის შეხვედრებში მონაწილეობდა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტარებთან ინდივიდუალური აუდიენციების გარდა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების მე-6 სხდომაც გაიმართა.

ვიზიტის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს შტაბბინაში იმყოფებოდა, სადაც გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

დღის ამბები