17 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
ძალიან ჯანსაღი დისკუსია იყო, პარლამენტში გვინდა ზუსტად ისეთი ოპონირება, რაც დღეს აქ ვნახეთ - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს ოპოზიციასთან ძალიან ჯანსაღი და კარგი დისკუსია იყო.

ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ კრისტიან დანიესლონის მედიაციით გამართულ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

"ეს იყოს ძალიან ჯანსაღი და ძალიან კარგი დისკუსია, რომელიც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს შეთანხმებას. ვისურვებდი, რომ დღეს ოპოზიცია რა დამოკიდებულებითაც იყო წარმოდგენილი, ეს იყოს საერთო სტანდარტი სხვა დროს, რაც ძალიან კარგი იქნება. პარლამენტში გვინდა ზუსტად ისეთი ოპონირება, რაც დღეს აქ ვნახეთ. 

პოზიტიური იყო ის, რომ ჩვენ მეტი დრო დავხარჯეთ საერთო საკითხების მოძებნაზე, ვიდრე დაპირისპირების საკითხებზე. ასევე, პოზიციები ქვეყნისთვის საჭირო საკითხებზე ძალიან დაახლოებულია. შეთანხმებისთვის ეს საკითხები მზად არის," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები