17 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე.

ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

"პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოთხოვნის განხილვა არჩევნებთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო და მე მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე. არც ერთ დემოკრატიაში საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ხდება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები