სასამართლომ 15 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე დაკავებული მამაკაცი გაათავისუფლა.
არასრულწლოვნის ძმა კი, რომელიც დაზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაშია ბრალდებული, ციხეში რჩება.
25 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი აქვს წაყენებული, 15 000 ლარის სანაცვლოდ, გირაოთი გამოუშვეს.
თელავში 2 კვირის წინ მომხდარი დანაშაულის დეტალები დღეს ხდება ცნობილი.