17 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
კრისტიან დანიელსონის მედიაციით მორიგი მოლაპარაკებები დღეს განახლდება

კრისტიან დანიელსონის მედიაციით მორიგი მოლაპარაკებები დღეს განახლდება. მანამდე კი მხარეები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ექვსპუნქტიან ჩარჩო დოკუმენტზე რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. საკითხების ნაწილი უკვე განხილულია. ოპოზიციის თქმით, აუცილებელია შეთანხმება მოხდეს ყველა საკითხზე მათ შორის ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე.

"ამ ეტაპისთვის ჩვენთვის სხვა საკითხები პრიორიტეტული არ არის. რთული მოლაპარაკებაა, ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანა გამოვიდეს რთული კრიზისიდან, გამოსავალი კი არის ის საგზაო რუკა, რომელიც გაწერა ბატონმა მიშელმა," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი.

გუშინდელ შეხვედრას რთულსა და მძიმეს უწოდებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია. თუმცა პროცესში მონაწილეობის გაგრძელებისთვის კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და მის წარმომადგენელს

"შეუძლებელია შეთანხმება ყველა საკითხზე შეთანხმების გარეშე," - აცხადებს გიგა ბოკერია.

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები არის რთული, გამომდინარე საკითხების სირთულიდან:

"არ არსებობს საკითხი, რომელიც შეიძლება დარჩეს შეუთანხმებელი, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება არ იქნება," - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძე.

ყველა საკითხზე შეთანხმებაზე აკეთებს აქცენტს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილიც.

"შეთანხმება ნიშნავს ყველაფერზე შეთანხმებას. შესაბამისად არ დაგვისრულებია. შეთანხმება არ იქნება მანამდე, ვიდრე ყველაფერს არ გავივლით. დღეს გავლილი არ გვაქვს მხოლოდ ნაწილი, ხვალ დავასრულებთ სრულად გავლას," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

დღის ამბები