ესტონელი ევროპარლამენტარი ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს "ტვიტერზე" ეხმაურება.
მარინა კალიურანდის განცხადებით, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან "კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა" ჰქონდა.
ევროპარლამენტის წევრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს კრისტიან დანიელსონის მედიაციის ფარგლებში პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციისა და კომპრომისის მოძებნისკენ.