17 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა ვაქცინის პირველი პარტია და ჩვენ, პირველ რიგში, დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის აცრა. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი," – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები