17 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ფოკუსირებული ვარ ჩემს სამუშაოზე, ეს არის მედიაციის ძალისხმევა - კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასა და ხელისუფლებას დღესაც შეხვდება

მოლაპარაკების კიდევ ერთი მცდელობა და მედიაციის მეშვიდე დღე - კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასა და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეხვდება. მოლაპარაკება, რომელსაც ყველა მონაწილემ რთული და მძიმე უწოდა, დღეს უნდა განახლდეს. 

ყველა საკითხი, რაც მოლაპარაკების მაგიდაზე იყო წარმოდგენილი, განხილვის პროცესშია.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი აცხადებს, რომ ძალიან ბევრია სამუშაო.

"ფოკუსირებული ვარ ჩემს სამუშაოზე, ეს არის მედიაციის ძალისხმევა. ძალიან გულმოდგინედ ვიმუშავეთ დღეს ისევე, როგორც გუშინ. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი,"-აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

დღის ამბები