17 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
ნატოში გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი - პრემიერმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ნატო-ში გამართული შეხვედრები შეაფასა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მოხდა შეჯამება იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.

"ჩვენ ნატოში გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი. კიდევ ერთხელ მოხდა შეჯამება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ყველამ ერთად მივაღწიეთ თავდაცვის, უსაფრთხოების მიმართულებით. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა რეფორმების განხორციელების პროცესში ჩართულ საჯარო მოხელეებს მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები