17 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს - დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა.

ზალკალიანის თქმით, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს პოზიტიურად აფასებს.

"მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ დეკლარაციაში ჩვენ ვიხილეთ შეფასებები საქართველოში ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი, სადაც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება.

ჩვენ ვიხილეთ ასევე ის, რომ ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რაც აისახა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში საარჩევნო რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით და ამ მიმართულებითაც ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი, მოგეხსენებათ, რომ კანონპროექტი უკვე შემუშავებულია," - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები