ეკონომიკის მინისტრის განცხადებით მიუღებელია რადიკალური მოწოდებები ნამახვანჰესთან დაკაშირებით. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ჰესების მშენებლობის საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, ეკონომიკის განვითარებამ სერიოზულად გაუსწრო ჩვენი ადგილობრივი ენერგორესურსის განვითარებას და ეს პრობლემური სხვაობა სწრაფად უნდა აღმოიფხვრას
"ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვსდექით ქუთაისში, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებთან გვქონდა შეხვედრა მე და ლევან დავითაშვილს. ეს გეგმა მოიცავს ეკოლოგიასთან დაკავშირებული ყველა საკითხის, წუხილის აღმოფხვრას და ამ თვალსაზრისით, პროექტის სრულყოფას და ნდობის გაჩენას. ამისთვის ჩვენ ვთქვით, რომ ამ ეტაპზე, კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება. რა თქმა უნდა, მიუღებელია რადიკალური მოწოდებები იმაზე, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს - ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით. ამ ოთხი პუნქტის შიგნით ვმუშაობთ და დავიწყებთ კვლევების გადამოწმებას," - განაცხადა ნათია თურნავამ.