17 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
საქართველოში ღამით გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამით გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება.

აღნიშნულის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

"ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და შემდეგ გადაწყვეტილებებს მივიღებთ არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით და საფუძველზე," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები