მოლაპარაკების კიდევ ერთი მცდელობა და მედიაციის მეშვიდე დღე - მხარეები შეხვედრის მოლოდინში არიან, კრისტიან დენიელსონი ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეორე რაუნდს სწორედ ამ წუთებში იქყებს.
დღეს პირისპირ აუდიენციაზე მედიატორთან ირაკლი კობახიძე და ოპოზიცია ცალ-ცალკე უკვე იმყოფებოდნენ.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ოპტიმისტური განწყობა აქვთ, მათი თქმით მხარეების პოზიციების დაახლოების დიდი შანსია.
"პარტია" გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გრძელდება.
"დღეს გავაგრძელებთ საუბარს იმ 6 პუნქტზე, რომელიც შარლ მიშელმა დატოვა. ღარიბაშვილმა დადო პირობა, რომ საკითხებზე ისაუბრებდა ჩვენთან,"-აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იმედოვნებს, რომ შეთანხმება შედგება.
ხათუნა სამნიძისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს და თვლის, რომ შეთანხმება დღეს ვერ შედგება.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ შეხვედრები რთულად მიმდინარეობს.
"რთულად მიმდინარეობს შეხვედრები, რთულია საკითხებზე შეთანხმება, განსაკუთრებით კი უმთავრეს საკითხზე, რომელიც ჩვენთვის "პატრიოტთა ალიანსისთვის" არის ვადამდელი არჩევნების საკითხი, ამიტომ ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს, არ მაქვს დიდი იმედი იმისა, რომ საბოლოო შეთანხმება მოხდება, მაგრამ მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს აზრი. იქნებ ხელისუფლებამ გადადგას პოზიტიური ნაბიჯები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ასეთი შეთანხმება," - აცხადებს გოჩა თევდორაძე.