17 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
ყველა ვერ გაუძლებს, ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა შესაძლოა დატოვოს შეხვედრები - ანრი ოხანაშვილი

"ქართული ოცნების" წევრი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ დიალოგის ფორმატი, შესაძლოა, ზოგიერთმა ოპოზიციურმა სუბიექტმა დატოვოს ისე, როგორც ეს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

როგორც ოხანაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ეს იმის მანიშნებელია, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები არ ხელმძღვანელობენ ევროპული სტანდარტებით. 

"ყველა ვერ გაუძლებს, თქვენ ნახავთ, ალბათ, სამწუხაროდ, ალბათ ზოგიერთი ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლებიც არ ხელმძღვანელობენ ევროპული სტანდარტით, მათთვის უცხოა ევროპული ფასეულობები, მათ შეიძლება დატოვონ ეს შეხვედრები, რისი დემონსტრირებაც იყო უკვე. გაუძლებს ის, ვისი ინტერესიც არის ხალხზე ზრუნვა, ქვეყნის წინსვლა და მე დარწმუნებული ვარ, საკმაოდ არსებობს რესურსი პოზიციების  დაახლოების,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, იმ მიზეზით, რომ პირველ თემად არ განიხილება ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხი, დიალოგის ფორმატი დატოვა. 

ამასთან, ამ წუთებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის რიგით მეორე შეხვედრა მიმდინარეობს.

კრისტიან დანიელსონი უკვე მეშვიდე დღეა თბილისში იმყოფება და დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას ცდილობს. ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აქამდე მხარეებს ცალ-ცალკე ხვდებოდა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები