პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მიმართა, რომელსაც "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.
ელისაშვილმა მინისტრს მიმართა და უთხრა, რომ მის ადგილზე თავს მოიკლავდა.
"არმიაში ასეთი წესი იყო, თუკი სარდლები ბრძოლას წააგებდნენ და ეს მათი დაშვებული შეცდომის ბრალი იყო, თავს იკლავდნენ ხოლმე - მე რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი ვყოფილიყავი, გერმანიას გამოეცხადებინა, ვისაც ჩვენს ბაღ-ბოსტნებსა და ყანებში მუშაობა გინდათ, აგერ განცხადება შეავსეთო და ორ დღეში 100 ათას კაცს შეევსო, ალბათ, თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.