17 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
ორგზის გაქვთ თავი მოსაკლავი - ლევან იოსელიანი ლევან დავითაშვილს "ნამახვანჰესზე"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს დეპუტატმა ლევან იოსელიანმა მიმართა, - "როგორც ალეკო ელისაშვილმა თქვა, წაგებული ბრძოლის გენერლები თავს იკლავდნენ, მაგრამ თქვენ ორგზის გაქვთ თავი მოსაკლავი"

"28 თებერვალს "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ქუთაისში პირველი დიდი აქცია გაიმართა. ამის შემდეგ თქვენ მოსალაპარკებლად ჩაბრძანდით და თქვენი ჩასვლის შემდეგ აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა. ამ ადამიანებმა თქვეს, რომ 15 წუთი არ დაუთმეთ, რომ მათთვის მოგესმინათ და იქედან გამოიქეცით. ასე აპირებთ პრობლემის მოგვარებას? სანამ მთელი საქართველო ფეხზე არ დადგება, ასეთი წარმატებული კომუნიკაციით აპირებთან მოქალაქეებთან ურთიერთობის გაგრძელებას? - მიმართა იოსელიანმა ლევან დავითაშვილს.

იოსელიანის პასუხად განცხადება, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ თვითმკვლელობისკენ მოწოდება არ შეიძლება და იქვე აღნიშნა, რომ შესაძლოა, ალეკო ელისაშვილს ამის შესახებ ინფორმაცია არც აქვს.

"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითმკვლელობის ბანალიზება. ბატონო ლევან, იქნებ თქვენმა კოლეგამ ეს არ იცის და მე არ მწყინს მისგან ეს, მაგრამ თქვენ იურისტი ბრძანდებით და თვითმკვლეობისკენ მოწოდება იცით, რაც არის. ზოგადად, ამ სიტყვას ასე ცუდუბრალოდ ნუ გამოიყენებთ,"-აღნიშნა წულუკიანმა.

დღის ამბები