"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა გერმანიის ელჩის, ჰუბერთ ქნირშის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან ბელარუსში და ევროკავშირის მხრიდან მას არ მოუსმენია საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადება.
ბოკუჩავას თქმით, ჰუბერტ ქნირშს საქართველოს საკითხზე, ევროპარლამენტში გამართული დებატი არ უნახავს.
"ბატონი ქნირშს, ალბათ, არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მათ შორის, ევროპარლამენტში გამართული დებატებისთვის ედევნებინა თვალიყური, სადაც საგანგებოდ დაემატა დღის წესრიგში საქართველოს საკითხი. იმიტომ რომ, ჩვენი საერთაშორისო პარტნირები ძალიან კარგად ხვდებიან, რამდენად მძიმეა პოლიტიკური კრიზისი და ეს კრიზისი როგორ უხერგავს გზას საქართველოს ევროკავშირისაკენ მიმავალ გზას.
იმედი მაქვს, ბატონი ელჩი შეძლებს ამ დებატებს მოუსმინოს, სადაც არაერთმა ევროპარლამენტარმა, მათ შორის, იმ პოლიტიკური ჯგუფებიდანაც, რომელსაც "ქართული ოცნება" წარმოადგენს, ისაუბრეს იმაზე, რომ ქვეყანაში არის მართლმსაჯულების პოლიტიზების პრობლემა და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს გათავისუფლება ნიკა მელიასი,"-განაცხადა "დღის კურიერში" თინა ბოკუჩავამ.