პოეტის დავით მაღრაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძველ დროში ჩარჩა და კვლავ ჰგონია, რომ ხელისუფლების 100%-ს ჩაიგდებს ხელში.
როგორც დავით მაღრაძემ "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის მიებაძა და პოლიტიკიდან წასულიყო.
"სააკაშვილსაც რომ ეთქვა და წასულიყო ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მიებაძა ივანიშვილისთვის.
ახლა აღარ მახსოვს რამდენი პროცენტი მიიღო, რაღაც 25%, 45%-ით, მერე 100%-ით ჩაიგდო ხელში ხელისუფლების და ასივე პროცენტს დაეპატრონა. ახლა ისევ იქ არის ჩარჩენილი, ჰგონია, რომ ისევ 100%-ს ჩაიგდებს ხელში და ამიტომ მძევლად აიყვანა ეს ოპოზიციური პარტიები, ზოგს პატიმრად, ზოგს კი ოპოზიციად ამუშავებს, ზოგს არ უშვებს პარლამენტში.
მას ჰგონია, რომ ისევ 30-წლიანი შევარდნაძის ჟამია, იქ არის კაცი ჩარჩენილი," - განაცხადა მან "დღის კურიერის" ეთერში.