პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც, მოლაპარაკების პროცესში, რაღაცის დათმობა მოუწევთ.
მისი მოსაზრებით, დიალოგის განმავლობაში კონკრეტდება სწორედ ის საკითხები, რომელიც შეიძლება ერთმა ან მეორე მხარემ დათმოს.
"ორივე მხარეს ურჩევნია, რომ მეორე მხარემ კაპიტულაცია გამოაცხადოს, დანებდეს, მაგრამ ეს არ მოხდება, ამაზე არ წავა და ორივე მხარეს რაღაცის დათმობა მოუწევს. უბრალოდ, აქ ახლა გასარკვევია, კონკრეტულად, რა საკითხს დათმობს ერთი ან მეორე მხარე,"- აცხადებს დავით ზურაბიშვილი.