19 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
მასობრივი მეწყერული პროცესის საშიშროება თბილისში - დამანგრეველი ზიანის შესაჩერებლად უცხოელი ექსპერტებიც იმუშავებენ

ვაშლიჯვრის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალი შესაძლოა მეწყერული პროცესების განვითარების მიზეზი გახდეს. ქანების გადაადგილება შესამჩვენვი რამდენიმე დღის წინ გახდა. 

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონად, ქანებს შორის დაწყებულმა ძვრებმა აქცია. რამდენიმე ათეული მეტრი სიგრძის ნაპრალი მთლიან ფერდობს მიუყვება. მასის ჩამოშლის საშიშროებაზე, გაჩენილი ღიობის სიგრძეც და სიღრმეც მეტყველებს. პირველადი ინფორმაციით, საუბარია 500 ათასი კუბური მეტრი მიწის ფართობზე. 

გახდა, თუ არა ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები ფერდობის გაყოფის მიზეზი - საკითხზე სპეციალისტები უკვე მუშაობენ.

მეწყერული საშიშროების შესაჩერებლად, რომელიც დედაქალაქისთვის დამანგრეველი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს, უცხოელი ექსპერტებიც იმუშავებენ. ქალაქის მერიაში გერმანელ გეოლოგებს უახლოეს პერიოდში ელოდებიან.

 

 

დღის ამბები