ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ერთი კვირა საქართველოში და ოპონენტებს შორის პირისპირ დიალოგის მეორე დღე. დოკუმენტის შინაარსი ისევ უცნობია, თუმცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ შეთავაზება, რომელსაც "ოცნება" აკეთებს, ოპოზიციას სახეს შეუნარჩუნებს.
განსხვავებული იყო დღეს ოპოზიციის განცხადებები, რომელიც მმართველ პარტიას რიტორიკას უწუნებს და ტონს აგრესიულს უწოდებს.
ევროკავშირის ოფისში შეხვედრა უკვე 6 საათია მიმდინარეობს. იქნება, თუ არა დღეს პროგრესი და შედგება, თუ არა კონსენსუსი, წინასწარ ისევ არავინ იცის, თუმცა, მოლოდინი, რომ რაღაც შეიცვლება ყველას აქვს.
მორიგი შეხვედრის დასრულებას ჩვენთან ერთად სტრატეგიული პარტნიორებიც ელოდებიან.