22 ნოემბერი 2024,   20:59
ვრცლად
სამოქალაქო პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური გახდება - აკაკი მინაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმების ჩაშლის გამო, სამოქალაქო პროტესტი გაიზრდება და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

აკაკი მინაშვილი დარწმუნებულია, რომ დასავლეთიდან "ქართულ ოცნებაზე" წნეხი გაიზრდება. 

ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ სანამ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების სივრცე იქამდე შეზღუდულია. 

"დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ქართულ ოცნებას" არ აინტერესებს არც საქართველო, არც მისი მოქალაქეები, არც ჩვენი ქვეყნის ბედი, რადგან "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაუხურა კარი ევროპას. ორი მთავარი საკითხი, რაზეც ვერ შედგა შეთანხმება, იყო პოლიტპატიმრების გამოშვება, ნიკა მელიას, გიორგი რურუას გამოშვება და პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელი არჩევნები.

ეს ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი დაუჯდება "ქართულ ოცნებას" და, გარდა საერთაშორისო წნეხისა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება, გააქტიურდება სამოქალაქო პროტესტი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, და რომელიც გახდება უფრო ინტენსიური,"-განაცხადა აკაკი მინაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება ვერ შედგა.

პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ამ წუთებში დასრულდა.

დღის ამბები