17 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
ვერცერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე სადამდეც საჭირო იყო, ამ რეჟიმის შოკისმომგვრელი პოლიტიკური სიშიშვლე დაინახა ყველამ - გიგა ბოკერია 

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპული მედიაციით წარმოებულ მოლაპარაკებისას შეთანხმება ვერც ერთ საკვანძო საკითხზე ვერ შედგა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, აღნიშნულ ფაზაში ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესი დასრულებულია.

"არის ხოლმე სამწუხარო ვითარებები ქვეყნისთვის, როდესაც ასეთი ხელისუფლება გყავს, მაგრამ როდესაც კიდევ უფრო გაშიშვლება ვითარების, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე გაშიშვლება, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია და რაც საჭირო იყო, ამ ყველაფერს, თუ რამე დადებითი მხარე აქვს, არის კიდევ უფრო გაშიშვლება ამ ხელისუფლების და ივანიშვილის გარემოცვის უნარების და პოზიციის ყველა საკვანძო საკითხზე.

ვერც ერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო. მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ ხალხს კერძოდ ივანიშვილისგან აკრძალული აქვთ ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება.

დათმო თუ არა რამე ოპოზიციამ? იქამდე საქმეც კი არ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი წინადადება გვქონდა და მედიატორების ბევრი იდეა იყო ისეთი, რომელიც ამ ვითარებიდან გამოსავალს იპოვიდა, ვგულისხმობ ყველა საკითხს.

ამ ფაზაში მოლაპარაკებების პროცესი დასრულებულია. ამ რეჟიმის წარმომადგენლების შოკისმომგვრელი პოლიტიკური სიშიშვლე დაინახა ყველამ," - განაცახდა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები